ანტიდოტი რობერტ ქუქის საიდუმლო a novel about Georgia – 1st 3 chapters free in Georgian!

Thanks to Mariam Tsereteli in Tibilisi for sharing her progress: the first 3 chapters in Georgian:

                                                                     თავი პირველი

იოსებ ხარაშვილმა ჩვეულებისამებრ, მზის ამოსვლისას დაიძინა. მისი ორ-ოთახიანი სალონის ფანჯრიდან ახლო ჰორიზონტზე მდელოსა და ხეებს გახედა. ჩამომჯდარი, დილის პირველ სხივებს შესცქეროდა, რომელიც კავკასიონის მთის მწვერვალზე ეშვებოდა და თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით, მთელს ხეობაზე ჩამოდიოდა.

მშიერი იყო.  “საკვები,” -ამბობდა და თან ახლახან გამოღვიძებულ მარიანას შეხედა. მარიანა კატასავით იზმორებოდა, პირი ფართოდ გაეღო, თვალები კი ვიწროდ მოეჭუტა, ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და შავი ხის ლოგინს აწვებოდა.

“თავად მიხედე თავს,” უპასუხა მარიანამ, მაგრამ არც თუ ისე არასასიამოვნოდ. ფეხის თითები ისე გაჭიმა, ლამის ლოგინის კიდეს შეეხო, იოსებისკენ გადატრიალდა და ხელი ზურგზე შემოჰკრა.ლოგინის კიდეზე მჯდომმა იოსებმა თვალები დახუჭა. გასულ ღამეზე ფიქრობდა, იმაზე, თუ აქამდე როგორ ჩამოვიდა. „სახლი“, გაიფიქრა მან. „როგორც იქნა სახლი“.

ისევ ფიქრებმა წაიღო: გრძელი გზა კიევის აეროპორტიდან, ტექნიკური პრობლემის გამო დაგვიანების ჯერ ერთი საათი, შემდეგ ორი, სამი.  საქართველოს ავიახაზები ხომ არ არის განთქმული მისი სანდოობით. შემდეგ ორ საათ ნახევრიანი ფრენა და თბილისში, საქართველოს დედაქალაქში დაფრენა. მისი ოჯახი უკვე ჩამოფრენის ბაქანზე ელოდებოდა და საბაჟოს მიღმა ხელხს უქნევდნენ. ბარგი შეაგროვა, სავსე საჩუქრებით, დისთვის, დედისა და მარიანასთვის. მათი ბოლო ნახვიდან საკმაო დრო იყო გასული.

ყველანი მამას ლადას ტიპის ავტომობილში მოთავსდნენ და კავკასიის მთებისაკენ მიმავალ ორ საათიან გზას შეუდგნენ, რომელიც თავიდან ოთხზოლიანი მაგისტრალური გზით იწყება, შემდეგ ორზოლიან მთავარ გზაზე გადადის და სულ ზევით და ზევით მიემართება. გზა თანდათან ქვემოთ, ორი ხეობის გავლით, მერე ისევ ორი მთის აღმასვლით მის მშობლიურ ქალაქ-ახმეტაში ჩავიდნენ.

მამამ იოსები, მისი და, დედა-ირინა, მარიანა და ბარგი გადმოსხა და თვითონ სახლისაკენ გაეშურა. მისი უმცროსი და შეუჩერებლად ყვებოდა თბილისში სკოლის, ახალი მეგობრების, საჭმლის, ტანსაცმლის, ბიჭებისა და დიდ ქალაქში მისი პირველად ცხოვრების აღტკინების ისტორიებს.  იოსები სიამოვნებით უსმენდა და იხსენებდა თუ როგორი  შთამბეჭდავი და სიახლით აღსავსე იყო ყველაფერი რასაც თექვსმეტი წლის ასაკში აკეთებდა.

ეკატერინე, მისი უფროსი და ცოტას ლაპარაკობდა.  ძმას თმაზე ეფერებოდა და დროდადრო მხოლოდ ამას ამბობდა „იოსებ, რა კარგია, რომ დაგვიბრუნდი“.

იოსები ელაპარაკებოდა დედას, მამას, დებს, მაგრამ მისი მზერა მხოლოდ მარიანაზე იყო მიპყრობილი.

იოსებმა და მარიანამ ახმეტის გარეუბანში მდებარე იოსების სახლში ივახშმეს. ყვებოდა ისტორიებს საფრანგეთზე, მის კოლეგებზე ლაბორატორიაში და უცნაურ და საინტერესო უკრაინის გზებზე. დედა იღიმოდა და მუდმივად აწყვეტინებდა, შეკითხვებით, ხომ არ შეჭამდა კიდევ მსხალს ან წაიხემსებდა.

იოსები ტკბებოდა მისი ოჯახის თბილი ვახშმის სურნელითა და აურზაურით. ჰაერი ნიორის, ქინძის, ქონდარის, პიტნისა და წიწაკის არომატული სანელებლებით იყო გაჟღენთილი. სასადილო ოთახი საკმაოდ გადატვირთულად გამოიყურებოდა. წვრილმანების გროვა, მაქმანები, ხელსახოცები, ქანდაკებები, ძველებური ნივთები, კედლებზე კი ხატები და სტალინის სურათები ეკიდა. მაგიდაზე წყლითა და ღვინით სავსე ბოთლებთან ერთად, ტარხუნისა და მსხლის სახლში გამოხდილი ჭაჭა ელაგა. სანამ თვითონ იოსები საფრანგეთში ცხოვრების ისტორიებს ყვებოდა, მამამისი ჭიქების შევსებას განაგრძობდა.

იოსები მაგიდიდან შუაღამეს წამოდგა, დედას და მამას აკოცა და უთხრა, რომ მარიანა სახლში უნდა წაეყვანა. „ ხვალ დილამდე არ მოვალ, მაგრამ რომ დავბრუნდები მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი მომიყვე“- ჩასჩურჩულა ეკატერინეს, რომელიც  კმაყოფილებითა და ღიმილით დათანხმდა. იოსებმა მარიანა მისი ოჯახის სანადირო ქოხში წაიყვანა და დაახლოებით დილის ოთხი საათი იქნებოდა როცა დასაძინებლად გაემართნენ.

„იოსებ, როგორც ვატყობ, ფრანგ ქალს კარგად ჰყავხარ ფორმაში“ – უთხრა მარიანამ. „მარიანა, ისინი მხოლოდ გასართობად იყვნენ“ – უპასუხა ღიმილით იოსებმა. „საქართველოში დავბრუნდი, რომ ნამდვილ ქალთან ვიყო“- განაგრძო იოსებმა და მარიანას ზურგზე მოეხვია.

„მეგონა მთელს შენ ფრანგ სუზეტებსა და ანა-მარიებთან ნამდვილი ქართველი ქალი სულ დაგავიწყდებოდა იოსებ“ – მიუგო თვალმომღიმარმა მარიანამ.

იოსებმა ორივე ხელით მიიზიდა მარიანას სახე და დიდხანს და ვნებიანად კოცნიდა.  მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო, როცა ისინი ლოგინიდან წამოდგნენ.

“ქალო, საჭმელი” – იცინოდა იოსები.

მარიანას ლადას საბარგულში მსხლები, სულგული და ხრაშუნა თონის პური ჩაელაგებინა. პრიმიტიულ სამზარეულოში ცოტა დატრიალდა და მალე ცხელი წყლით სავსე თასითა და ჩაით დაბრუნდა. მარტივი სუფრა რამოდენიმე წუთში მზად იყო.

იოსები ჩაიზე, საფრანგეთში ცხოვრებაზე, ლაბორატორიაში სამუშაოზე და მის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

სანამ იოსები კიევის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის შესასწავლად გაემგზავრებოდა, თბილისში ბიოლოგიას სწავლობდა. მან წარჩინებით დაასრულა სამუშაო სტაფილოკოკი აურეუსის ახალი გენის გამოხატვაზე.

ახოვანმა და ტანადმა იოსებმა, კიევში მეგობრების წრე ადვილად შემოიკრიბა. თბილისში ის ყინულის ხოკეის თამაშობდა, რაც კიევშიც მანამ განაგრძო, სანამ მისმა სწავლამ სულ უფრო და უფრო მეტი დრო არ მოთხოვა. მისი გუნდის ბევრი მეგობარი, მას კიევში წასვლის მერეც შემორჩა.

კონკრეტულად რომ ვთქვათ, მისმა ერთმა ახლო მეგობარმა, პაატა ახმეტელმა იოსები პარიზშიც წაიყვანა.  ეს მაშინ მოხდა, როცა იოსები კიევის უნივერსიტეტში მუშაობდა. ერთ ღამესაც პაატამ დაურეკა: „იოსებ, რა კარგია შენი ხმის გაგონება, როგორ ხარ, მუშაობ შენს გამრჯე ჭიანჭველებთან?“ პაატა იოსებს ყოველთვის ეხუმრებოდა ხოლმე, როგორ შეეძლო ამოდენა კაცს სიამოვნება ასეთ პატარა ბაქტერიებთან მუშაობით მიეღო.

“კიდევ აბეზრებ პაატა პარიზელ ქალებს თავს? რაშია საქმე, ქართველი ქალები ზედმეტად ვნებიანები არიან შენი გემოვნებისათვის?”

იოსები ატყობდა, პაატა მწვავე პასუხს ეძებდა. „არა, უბრალოდ გოგონებს ქართული ვნების გაკვეთილებს ვუტარებ“, გაიცინა პაატამ.

“სერიოზულად გეუბნები მეგობარო, რა გაჩერებს ასე შორს შენი სახლიდან და საყვარელი ადამიანისგან? ჩემი და, ეკატერინე მუდმივად შენ გკითხულობს“

“ტელეფონში სამწუხაროდ ვერ გიამბობ, მაგრამ პირადად სიამოვნებით მოგიყვებოდი“.

“რატომ, მოდიხარ საქართველოში შე ბებრო ძაღლო?”

“არა, მაგრამ ჩემი გუნდი მზად არის გაიღოს შენი რამოდენიმე დღით პარიზში ჩამოსვლის ხარჯები.“

იოსები გაოცდა. პარიზი. მის შესახებ მხოლოდ წაკითხული თუ ჰქონია, მეგობარიც ჰყავდა რომელიც იქ ნამყოფი იყო. იოსები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არასოდეს გასცდენია, ნუ, თუ არ ჩავთვლით ოთხი წლის წინ ჰელსინკში მიკრობიოლოგის სემინარს. იოსები ამას ყოფნას ვერ არქმევდა, რადგან შენობიდან არც კი გასულიყო.

“რას გულისხმობ პაატა?იცი აქ რამდენად დაკავებული ვარ?“

“კი იოსებ. შენმა პროფესორმაც მითხრა რომ მისთვის შეუფასებელი ხარ.“

იოსები ისევ განცვიფრდა. მართალია, პროფესორი ქართველია და მას პაატა იცნობდა, მაგრამ არ იცოდა ბოლო დროს პაატას მასთან კონტაქტი თუ ჰქონდა. ახმეტელმა ის პროფესორთან გადაამოწმა?

პაატამ აუხსნა, რომ ის გასაოცარ პროექტზე მუშაობდა, რომელის იოსებსაც ‘ძალიან დააინტერესებდა’.  ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ იოსებს თავისი საქმე რამოდენიმე დღით გადაედო და მასთან პარიზში ჩამოსულიყო. რადგან იოსებს პაატას ნახვაც ძალიან უნდოდა და პარიზის დათვალიერებაც, შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა ახმეტელის საქმიანობასა და მის გუნდზე. რამდენიმე წლის წინ თავიანთი სადოქტორო სამუშოების გამო კონტაქტი შეწყვიტეს.

იოსები შეყოყმანდა: “პაატა, ჩვენს პროფესორთან შევათანხმებ და დაგირეკავ თუ წამოსვლას შევძლებ“.

იოსები პროფესორს დაელაპარაკა და გაოცდა მგზავრობაზე მის ენთუზიასტულ დამოკიდებულებაზე.  “მათი სამუშაო შენ ძალიან დაგაინტერესებს” უთხრა მან. ყარაშვილმა არ იცოდა, რომ პროფესორი ასეთი კარგად იყო ინფორმირებული  ახმეტელის გუნდსა და მათ საქმიანობაზე.

ოთხი დღის შემდეგ იოსები შარლ დე გოლის აეროპოტში საქართველოს ავიაზახებით ჩავიდა. პაატა აეროპოტში მისი ძველი,  200,000 კმ გარბენის მქონე BMW-ს მარკის ავტომობილით დახვდა. ამ პატარა სივრცეში საშინელი ძველი ტყავის და გალუაზის სიგარეტის სუნი იდგა.“ეს მანქანა მე მგონი ჩემი ხნისაა,” უთხრა იოსებმა მომღიმარი სახით მეგობარს.

“არც მთლად. შეიძლება ძველებურად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ძლიერი ძრავი აქვს და არაჩვეულებრივად დადის“, უთხრა პაატამ „არასოდეს იცი როდის შეიძლება სიჩქარე გამოგადგეს“

როცა ტერმინალის სპირალივით დაღმართზე ჩამოვიდნენ, პაატამ უთხრა: „იოსებ, მეგობარო, ძალიან მიხარია რომ ჩამოხვედი. არ მეგონა საერთოდ თუ გადაწყვეტდი ჩამოსვლას.

“ჩამოვედი მეგობარო. პროფესორმა დამარწმუნა, თუმცა არაფერი მოუყოლია შენი საქმიანობის შესახებ. უბრალოდ მითხრა, რომ დამაინტერესებდა და თან მომგებიანია“ დაამატა იოსებმა.

პაატამ თავი დაუქნია „მომგებიანი? კი, იოსებ. მაგრამ არა მხოლოდ ეს. ეს შესაძლებლობას გაძლევს რუს პუტინებს რამოდენიმე საკითხი ნათლად დაანახო.“ ამ სიტყვების თქმისას პირველად გამოჩნდა პაატას ნამდვილი გატაცება. რუსები…რუსები… რუსებმა მოკლე, სასტიკი და სისხლიანი ომით ჩაახშეს საქართველოს აჯანყება 2016 წელს. მაშინ იოსები მხოლოდ 15 წლის იყო. ომისათვის ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ რუსებთან ამ კონფლიქტში მან უფროსი ძმა და ბიძა დაკარგა. ამავდროულად მთელი მსოფლიო გაჩერებულია, არ სურთ ან არ შეუძლიათ რუსეთის ‘პირად სამზარეულოში’ ჩარევა. პაატამ სწრაფად გაიარა ნაშუადღევის საცობი აეროპორტიდან სამხრეთით პერიფერიკის ბულვარისაკენ, გადავიდნენ პარიზის შემოვლით პორტ დე კლინანკორტის ავტობანზე და ქალაქის სამხრეთ დასავლეთით A13-ზე გადაუხვიეს, რომელიც გრძელდებოდა რამბულეტის და ჩევროზის დასავლური გარეუბნებისკენ, დასავლეთ ვერსალიდან  ველების და ტყეების გავლით, 15 წუთის დაშორებით.პაატამ გზა როუტ ნაციონალისკენ განაგრძო, ჩაუარა სათვისტომო სახლებს, ყოფილ ავეჯის საბითუმო საწყობებს, მომსახურე სადგურებს, სავაჭრო ცენტრებს და პროვინციელი საქმიანი პირებისათვის განკუთვნილ გზისპირა ერთ ვარსკვალვიან იაფფასიან სასტუმროებს. პაატამ გზა ყოფილი სარკინიგზო სადგური გადაჭრა და გავიდა ხიდით დაკავშირებულ ავტობანზე.

სარკინიგზო სადგურის გავლისთანავე, ფართო ტყე გადაიშალა. მინდვრები ტყეებს ენაცვლებოდა. გზას როდონისკენ, მინდვრებში გაშენებული პატარა  სოფლისკენ აგრძელებდნენ, რომელიც ჩევრუსის ტყეებს ხუთი მილით აშორებდა.

პაატამ მაირიე, ქალაქის მერია, საცხობი, მეათე საუკუნის ეკლესია და რამოდენიმე სახლი გაიარა. მეორეხარისხოვან ქუჩაზე შეუხვია, მაღალი ქვის ღობე განვლო და რკინის დიდ ჭიშკარში შევიდა, მერე ისევ პატარა ჩიხ-ხეივანში შეუხვია. სამი სახლის შემდეგ პაატამ მანქანა გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და დიდი, რკინის მწვანე ჭიშკარი გააღო. სანამ პაატა ჭიშკარს აღებდა, იოსებმა მის მიღმა ორ სართულიანი, ფერმის მსგავსი, ხეებში ჩაფლული სახლი დაინახა. თეთრი ქვის ნიშნულზე შენობა, შუა 1800-იანი წლებით იყო დათარიღებული, თუმცა  აშკარად სტაბილურ, მდგრად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული. ახალი, თანამედროვე გადახურვა, რამოდენიმე დიდი ფრანგული ფანჯარა და წინიდან შესასვლელი კარები. როცა პაატამ კარი გააღო, მანქანა იმ წამსვე ჟასმინისა და ვარდის სურნელით აივსო.

“კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ლაბორატორიაში,” უთხრა პაატამ. მანქანაში ჩაჯდა და სახლს მიუახლოვდა.

იოსები მანქანიდან გადმოვიდა, ჩანთა აიღო და პატარა შესასვლელი კარით სახლში შევიდა, რომლიდანაც პირდაპირ პატარა სამზარეულოში აღმოჩნდა.

“იოსებ, კეთილი იყოს შენი მოსვლა დასავლეთ თბილისში!” უთხრა დათვივით კაცმა და საკოცნელად კისერზე მოეხვია. ევგენი გაიდარი მისი ძველი სკოლის მეგობარი იყო ახმეტიდან. ის საქართველოს მასშტაბით ცნობილი მოჭიდავე იყო, რომელიც 15 წლიდან მძიმე წონიანებთან შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას. იოსებს ევგენისთან კონტაქტი სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ ჰქონია. ის მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, შემდეგ კიევში, ამასობაში კი სმენოდა რომ ევგენი საკვალიფიკაციოდ სოჭში გადასულიყო.

“ევგენი, სად იყავი? წლების წინ იყო, როცა ბოლოს ახმეტაში შეგხვდი“, უთხრა იოსებმა. ევგენიმ იოსები სამზარეულოს კუთხის მაგიდასთან მიიპატიჟა, სადაც დაუბეჭდავი უკვე გაწყობილი ქართული ტარხუნის ჭაჭა, ჭიქებთან ერთად ელოდებოდა.

ევგენიმ ბოთლი მეგობრის დასანახად ჰაერში შეათამაშა. „ამჯერად ეს ნამდვილი ტარხუნის ჭაჭაა, არა ისეთი მყრალად ბრენდირებული, როგორსაც კიევში შეხვდები. ჩემი ძმის მეზობელმა თვითონ გამოხადა თბილისში და მხოლოდ ახლო მეგობრებს ჩუქნის „დალიე! შენი ჯანმრთელობის, ჩვენი წარმატების და ჩვენი საყვარელი საქართველოსი დალიე!“

იოსებმა ჭიქა აიღო, ევგენის თვალებში შეხედა, ქართული სასმელი ბოლომდე დალია და ცარიელი ჭიქა აჩვენა, მერე ჭიქა მაგიდაზე, მისი თანამემამულის მსგავსად ხმაურიანად დაახეთქა. “ჩვენი საყვარელი საქართველოსათვის!” – თქვა მან.  “მალე მოგვეპოვებინოს ჩვენი დამოუკიდებლობა,” – ჩაიჩურჩულა იოსებმა.

“წამოდი მეგობარო, გაჩვენოთ თუ რატომ ჩამოგიყვანეთ საფრანგეთის ამ პატარა კუნჭულში.” ევგენიმ იოსები და პაატა სამზარეულოს გავლით პატარა საცხოვრებელ ოთახში გაიყვანა, საიდანაც პატარა კარით ქვემოთ მიმავალ კიბეზე ჩავიდნენ.  იოსებმა შეამჩნია, რომ საფეხურები მრავალი წლის მანძილზე ზემოთ-ქვემოთ სიარულით  გაცვეთილიყო. ბოლოს პატარა ოთახს მიადგნენ, რომელიც სამ ადამიანს თუ კმაროდა. პატარა მაგიდით, პრიმიტიული ხის სკამითა და თიხის კედელზე წიგნების თაროთი აღჭურვილი. სივრცეს ერთი შიშველი ნათურა ანათებდა და ნოტიო მიწის სუნი იგრძნობოდა.

იოსები იმედგაცრუებულად გამოიყურებდა. ევგენის გაეცინა და წიგნების თაროს მიაწვა, რომელიც გვერდზე გაიწია და მის უკან ახალი კარი გამოჩნდა. როცა ევგენიმ კარი გააღო იოსებმა მის მიღმა ოცდაათი ფუტის ფართობზე განლაგებული თეთრ კედლებიანი ლაბორატორია დაინახა, გაცილებით დიდი, ვიდრე მის თავზე მდგომი სახლი. ოცდაათამდე ასაკის ახალგაზრდა ქალი და წვერებიანი მამაკაცი,  ლაბორატორიის თეთრი ხალათებით სხვადასხვა სკამზე ისხდნენ. ლაბორატორიაში შესვლისთანავე, ქალი მხოლოდ წამიერად მოწყდა მიკროსკოპს.

იოსებმა დანადგარების მიხედვით მყისიერად ამოიცნო ლაბორატორიის ტიპი. მან სტანდარტული ლაბორატორიის აღჭურვილობა სკამების, ცენტრიფუგების, ინკუბატორებისა და წყლის ავზების ჩათვლით შეათვალიერა. კუთხეებში, მეტად ეგზოტიკურ ინსტრუმენტებს წააწყდა: დნმ-ის სინთეზატორი, ავტომატური საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტი და ბაქტერიული კულტურის აქსელერატორი.  ერთ-ერთ კუთხეში მან 3D ორგანული სინთეზატორი და ლაზერული ჰოლოგრაფი დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არ წარმოადგენდა უახლეს ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს, იოსებისათვის იმ წამსვე ცხადი გახდა, რომ ეს ლაბორატორია სრულიად ქმედითუნარიანი იყო უმაღლესი კლასის მიკრობიოლოგიური და სინთეზური სამუშოებისათვის.

“პაატა, ამას როგორ აკეთებ?” ჰკითხა იოსებმა. “ეს სულ მცირე…შვიდასი ათასი დოლარის ღირებულებისაა..მხოლოდ დანადგარები“

“გაცილებით მეტის. გაცილებით… ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაცია, როგორც ატყობ არ გვაძლევს შესაძლებლობას უბრალოდ დავრეკოთ ღია ტექნოლოგიების სამსახურში და შევუკვეთოთ მათსავე კატალოგიდან. ჩვენ შესყიდვას რამოდენიმე ხელის საშუალებით ვახერხებთ…როგორ აგიხსნა..შემოვლითი გზებით.“ პაატა ცალსახად ამაყობდა მისი ლაბორატორიით და დაახლოებით იგივენაირად მოხარული იყო იოსების პირველი შთაბეჭდილებებით.

იოსები დაინტერესდა, თუმცა დაახლოებითი წარმოდგენა უკვე შეექმნა, თუ რა სახის სამუშაოთი იყვნენ დაკავებულები მისი მეგობრები ამ საიდუმლო ლაბორატორიაში. სამივე მათგანი ერთ ქალაქში დაიბადა და ერთად გაიზარდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე რუსების განუწყვეტელი შემოჭრისას, სამივე მათგანს დაეკარგა ბიძა, ძმა თუ სხვა ოჯახის წევრი. რუსეთთან შეერთების შემდეგად, მათი მმართველობის მუდმივი უსამართლობა უკვე ყველასათვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო. საქართველო ახლა როგორც „ასოცირებული რესპუბლიკა“ მოისაზრებოდა, რომელიც მარიონეტულ რეჟიმში მოსკოვიდან იმართებოდა. ფორმალურად დამოუკიდებელი საქართველო, რუსული მმართველობის წნეხის ქვეშ ყოფნას განაგრძობდა.

მოკკლე ომის წაგების შემდეგ, გაცილებით ხანგრძილი პარტიზანული ქმედებები დაიწყო. იოსების ბიძა, სოხუმთან ახლოს მიმდინარე ომში ტყვედ აიყვანეს. ეს თექვსმეტი წლის წინ მოხდა. მისმა გადარჩენილმა, უკანდაბრუნებულმა თანამებრძოლებმა იოსების ბებიას მოუყვნენ, რომ ის ბრძოლისას მოკლეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთერთმა იოსებს უამბო, რომ სინამდვილეში ბიძამისი რუსმა კაპიტანმა ცოცხლად აიყვანა ტყვედ და ორი დღის მანძილზე აწამა. შემდეგ კი მოსაკლავად აფხაზებს გადასცა. მისი მკვდარი სხეული მთელი კვირა აფხაზთა სამხედრო პოსტზე დაეტოვებინათ, სანამ მის მეუღლეს და ოჯახს გადასვენებისა და ღირსეულად დაკრძალვის ნება დართეს.

იოსებს კარგად ახსოვდა თექვსმეტი წლის წინანდელი ის ღამე, როცა მამამისი მასთან მივიდა და ბიძის-იურის სიკვდილის ისტორია უამბო.. ამ დროს იოსები მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო. ვერ იჯერებდა რომ იური, მისი მასწავლებელი, მეგობარი და გასაჭირში მისი ძლიერი ზურგი-მკვდარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ცრემლებად იღვრებოდა, იოსებმა ეს ამბავი ძალიან მედგრად მიიღო.  „ მე მოვკლავ იმ ნაძირლებს მამა, ვინც ეს გააკეთა“ თქვა იოსებმა ცივად. „ამას გპირდები“, უთხრა მან და ეს დაპირება არც არასოდეს დავიწყებია.

იოსების უფროსი ძმა წავიდა და კავკასიონზე, სხვა ქართველი სამხედროების ჯგუფს შეუერთდა. მისი გარდაცვალების შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვებოდა, თუმცა როგორც სმენოდა მათ შორის არსებულმა სამხედრომ მთელს გუნდს რუსებთან უღალატა. წარმოდგენილი ჰქონდა როგორ გაიტაცეს ისინი რუსმა სპეცნაზელებმა და სხვებთან ერთდ მისი ძმაც მოკლეს. მისი ძმა იოსებმა ბოლოს ათი წლის წინ ნახა.

საქართველოს რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, საძულველმა რუსებმა ქყვეყნის მმართველობაში მათივე ხალხი მოიყვანეს.  მათ შეცვალეს ქართული კომპანიების ეროვნება და ბევრი მათგანის ბიზნესიც დაბეგრეს. კიდევ უფრო მეტიც, ქვეყნის წამყვან პოზიციებზე ტაჯიკები, ყაზახები და სხვა მუსულმანები ჩამოასახლეს. იოსები, ისევე როგორც ყველა ქართველი, ქრისტიანი იყო. ადრეულ პერიოდში ქართველები მართლმადიდებულ რწმენაზე გადავიდნენ. რელიგია მათ არსებობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ქართველთა ქრისტიანობა განსაზღვრულია და ის განსხვავდება სხვა მუსულმანური და ქრისტიანული რესპუბლიკებიდან, ასევე თურქეთისგანაც, რომელიც ქვეყანას სამივე მხრიდან ესაზღვრება.

საუკუნეების წინ, იოსების წინაპრები ცენტრალური აზიის მაჰმადიანთა ლაშქარს ებრძოდნენ. სხვა წარჩინებული ქართველების მსგავსად, იოსებიც მაჰმადიანთა დანაშაულების ისტორიების მოსმენით გაიზარდა. რუსების მიერ სახელმწიფო მეთაურებად არაქრისტიანების დანიშვნამ ქართველ პატრიოტებში დიდი რისხვა გამოიწვია, რამაც  ქართველთა სიძულვილი მჩაგვრელი რუსების მიმართ გაამწვავა.

ქართველების მხოლოდ ხუთი მილიონი მოსახლე არ არის საკმარისი რუსეთთან დაპირისპირებისათვის. რუსეთსა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მტერთა რიცხვი მათ სამჯერ აღემატებოდა.  ქართველებს უფრო დახვეწილი გზა უნდა მოეძებნათ, რათა თუნდაც შეზღუდული, მაგრამ  მაინც რესპუბლიკის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ქართულმა ოჯახებმა მათი საუკეთესო ვაჟიშვილები მოსკოვსა და კიევში მეცნიერებისა და კომერციის შესასწავლად გაგზავნეს. ქართველი სტუდენტები, გამრჯეობით და მიზნის მისაღწევად ჯიუტი ჟინით გამორჩეოდნენ. სტალინი ქართველი იყო და ყველა ქართველისათვის გადაეცა თავისი ულევი ენერგია და დაუნდობლობა. ქართველებმა რუსების ცხოვრებაზე თავისი მცირე რიცხვის მიუხედავად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს; ისინი გვხვდებოდნენ მეცნიერებაში, სახელმწიფოში, კომერციაში და განსაკუთრებით მიწისქვეშა აყვავებულ ეკონომიკაში-ქართული მაფიის სახით.

ახალი რუსეთის იმპერიაში ქართული მაფია ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული და დაუნდობელი, სხვა კრიმინალურ გაერთიანებებთან შედარებით. ავაზაკური დაჯგუფებების მეშვეობით, ქართველები ფულს სიგარეტის და ლიქიორის გაყიდვით, ხილით ვაჭრობით, რესტორნებისა და საპორტო ქალაქებში მტვირთავებთან შეკვრით შოულობდნენ. სხვა კრიმინალური დაჯგუფების მსგავსად ქართული მაფიაც ძლიერი პატრიოტებისაგან შედგებოდა. რუსულ კომერციას ისინი, ჩეჩნების დახმარებით თითოეულ რუბლს სძალავდნენ. მათ სძულდათ რუსები, იმის მიუხედავად, რომ მათ ხარჯზე ცხოვრობდნენ. პატრიოტული ქართული მიწისქვეშა ჯგუფების ძირითად ფინანსურ წყაროს, ქართული მაფიის ლიდერების ძირითად ფინანსურ წყაროს, ქართული მაფიის ლიდერები წარმოადგენდნენ.  მათი ფული და ფართო კონტაქტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი იყო პატრიოტული ბრძოლისათვის. იოსების მამა და ძმა არ იყვნენ უშუალო კავშირში მაფიასთან, თუმცა მათი ნაყიდი იარაღით იბრძოდნენ. იოსების ოჯახი და მეგობრები ქართულ მაფიას რუსეთის ძირითად მოწინააღმდეგედ განიხილავდა.

იოსებმა იცოდა მისი მეგობრები ქართულ მაფიასთან რომ იყვნენ შეკრულები და იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ეს ძვირად ღირებული ლაბორატორია მათი ფულით ოყო დაარსებული.

“მანახე რას აკეთებთ ამ ლაბორატორიაში პაატა,” უთხრა იოსებმა.  პაატა და ევგენი ორი საათის მანძილზე უხსნიდნენ მეგობარს პროექტის არსს. იოსები ფრთხილად უსმენდა და პერიოდულად შეკითხვებსაც უსმევდა. რაც მეტს ისმენდა, მით უფრო ინტერესდებოდა. მათი ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით დამაინტრიგებლად ჟღერდა. როგორც არ უნდა ყოფილოყო, მათი სქემა ჭკვიანურად ჟღერდა ყოვლისშემძლე მტრებან გამკლავებისათვის. მტრებთან, რომლებიც მის საყვარეს საქართველოს გარს ერტყა.

თავი მეორე

მზე ამოვიდა ლა ჟოლას მთებში, მისი სხივები პალმის ფოთლებიდან ბინაში ირეკლებოდა. ახლომახლო მდებარე სახურავიდან ველური თუთიყუშის ხმები ისმოდა. ჭერზე, რობერტ ქუქის მაღვიძარა დროს და თარიღს ასახავდა: დილის 7:14 საათი, 4 მაისი. შუაღამისას, რობერტი, კომპიუტერში ჩართულმა, ქალის ნაზი ხმით გაჟღერებულმა „ახალი ამბების“ პროგრამამ გამოაღვიძა. რობერტს ყველა სპორტის სახეობა ეზიზღებოდა, ჩოგბურთისა და სირბილის გარდა. ასე, რომ ეს იყო ერთადერთი გადაცემა, რომელსაც უსმენდა. რადგანაც ის პოლიციის ლეინტენანტი იყო, ძალიან აინტერესებდა ახალი ამბები უახლესი დანაშაულები შესახებ. მისი ინტერესები საკმოდ ფართო იყო: უსმენდა მეცნიერულ კვლვებს, დაინტრერესებული იყო სოკოს კრეფით, სხვადასხვა ახალი ადგილების აღმოჩენითა და ექსტრემალური სათხილამურო სპორტით.

„გასულ ღამეს იაპონელმა მიკრობიოლოგმა, დოქ. ჰირომიცუ იაკაშიმ ახალი განაცხადი გააკეთა მიკრობიოლოგიურ…“ შეაწყვეტინა რობერტმა : „მუსიკა“-თქვა მან და ეკრანი მყისიერად გადაირთო მის საყვარელ დილის მელოდიაზე. ეს იყო არეტა ფრანკლინი. ფეხები იატაკზე ჩამოალაგა და მეორე საძინებლის გარდერობისაკენ გაბანცალდა.

ადგომისთანავე მას ხასიათი შეეცვალა.“მუსიკა“ – თქვა მან. „ფილიპ გლასი. ის, რაც ამ ბოლო დროს არ მომისმენია“. კედლებს მწვანე ელფერი მიეცა და მუსიკის ჰანგები იატაკიდან ჭერამდე გაჟღერდა. რობეტმა ფეხი თავის სპორტულ ფეხსაცმელში გაუყარა და ფეხის  ხუთივე თითის ირგვლივ კომფორტულად მოირგო.  შავ ფონზე თეთრ წარწერებიანი  მაისური „სანდიეგო პოლიციის დეპარტამენტი“ ცვხირთან მიიახლოვა,  დაყნოსა, „გამოდგება“-ჩაილაპარაკა და ჩაიცვა. რამოდენიმე წამში სახლის მეორე სართულის კიბეებიდან ქუჩაში აღმოჩნდა.

ქუქმა სწრაფად ჩაურბინა ოკენის ნაპირზე განთავსებულ რამოდენიმე დასახლებულ კომპლექსს. მისთვის ოკეანის ერთადერთი ხედი,  ფაქტიურად პაწაწინა სამზარეულოს კედელზე დაკიდებულ პოსტერით შემოიფარგლებოდა. გაიარა პროსპექტის ქუჩა, ქანებიანი ყურე ჩაირბინა და ლა ჟოლის კლდეებისაკენ დაეშვა. ოკეანიდან წამოსული მკრთალი ბურუსის ფონზე,  კალიფორნიის  და სკრიპის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის შენობები და ფიჭვებში ჩაფლული სან დიეგოს საუნივერსიტეტო კოლეჯი მოსჩანდა.

მარილიან ჰაერს სუნთქავდა და  თხელ ნისლს მიაპობდა, რომელიც თავის მხრივ მზის სხივების ფონზე იფილტრებოდა და ჰაერს ამსუბუქებდა . ეს დილის სირბილისათვის მართლაც საუკეთესო შეგრძნება იყო.

ამჟამად განქორწინებულმა მისმა მშობლებმა, ერთმანეთი ახალ მექსიკოში, ტაოსთან ახლოს მდებარე კომუნაში გაიცნეს. მამამისი-ტედი, კვლავ ამ კომუნაში ცხოვრობდა, იქ სადაც 60 წელს მიღწეულ ბევრ განქორწინებულ ქალბატონებსა თუ მამაკაცებს დაედოთ ბინა.

ამ ზემოთ ხსენებულ პროვინციული ტიპის კომუნალურ აპარტამენტებში სადილად და ჰაშიშის მოსაწევად იკრიბებოდნენ, სადაც მზის ჩასვლის ფონზე  საინტერესო და გასაოცარ ამბებს ჰყვებოდნენ.

რობერტის დედამ კომუნა მაშინ დატოვა, როდესაც რობერტი მხოლოდ  3 წლის იყო და მან  მსახიობის კარიერა სანტა ფე-ში განაგრძო. მობეზრებული ჰქონდა განუწყვეტლივ ქათმების მოვლა და სხვისი შვილების აღზრდა.

პირველ კლასში შესვლისას, რობერტმა შეთხზა ისტორია, თითქოს მისი მშობლები დაიხოცნენ და ის მისიონერებმა აღზარდეს. როგორც კი ეს ისტორია მისმა მასწავლებელმა მოისმინა, სასწრაფოდ მოახსენა სკოლის დირექტორს  და რობერტის მამა კრებაზე დაიბარეს.

ამ ფაქტს დირექტორი არ გაუბრაზებია. მას უფრო მეტად საქმის ვითარება აინტერესებდა. “რატომ გამოიგონა რობერტმა მთელი ეს ისტორია მშობლების გარდაცვალების შესახებ?’“ რობერტს პასუხი არ ჰქონდა. ტირილი დაიწყო, რადგან არ შეეძლო უბრალოდ სიმართლე ეთქვა: “მე მინდა მყავდეს სხვა მშობლები… უკეთესი მშობლები…“

რობერტს ძალიან უყვარდა მისი ძმა ჯო. ტაოს კომუნაში მეგობრული არეულობის თუ ქაოსოს დროს, ჯო მისი ჭკუის დამრიგებელი, მცველი და გვერდში მდგომი ერთადერთი ადამიანი იყო.

ჯო რობერტის საშინაო დავალებებს ამოწმებდა,  მასწავლებლებსაც კი ხვდებოდა რათა რობერტის პროგრესი მუდმივად ეკონტროლებინა. სამწუხაროდ მამამისი მშობელთა კრებებზე დასწრებისა და რობერტის აღმზრდელობითი საქმიანობებისათვის საკმაოდ დაძაბული და გაუწონასწორებელი იყო.

ჯო ყოველთვის რობერტის გვერდით იყო. ის დიდი მოთმინებით უსმენდა მას და  სკოლაში წარმოქმნილი  კონფლიქტების მოგვარებაშიც ეხმარებოდა.

ერთ დილას, როდესაც რობერტი სულ რაღაც 12 წლის იყო, 14 წლის ჯოს ძლიერი თავის ტკივილები და სიცხეები დაეწყო. სკოლის ექთანმა ჯო გაკვეთილებიდან გაათავისუფლა. მისი თავის ტკივილი საათობრივად ძლიერდებოდა. ჯოს იმ ღამეს ცუდად ეძინა და რობერტი მისმა ტირილმა გააღვიძა. ტედმა ორივე ვაჟი ფოლკსვაგენის ტიპის ავტობუსში ჩასხა და 70 მილის მოშორებით სანტა ფეს საავადმყოფოში წაიყვანა. სასწრაფოს ექიმმა ჯოს ტკვილიგამაყუჩებლები დაალევინა და სათანადო გაამოკვლევების ჩატარება ურჩია.  ჯოს 39,5 გრადუსი სიცხე ჰქონდა და დალაგებულად საუბარიც კი უჭირდა.

რობერტს კარგად ახსოვს თუ როგორ ეძინა იმ ღამეს ბესთ ვესტერნში. მეორე დილით, სანტ ვინსენტში მისვლისას ჯო უკვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი. მას IV ანტიბიოტიკის და რინგერის გადასხმა დაუყენეს. ჯო ბოდავდა . ის ვეღარც მამას და ვერც ძმას ცნობდა. ტედი საათების განმავლობაში მის გვერდით ფეხზე იდგა, რობერტი კი იქვე, ოთახში სკამზე ჩამომჯდარიყო. დაახლოებით შუადღის 4 საათზე, ჯო ბოლოჯერ წამოიწია ლოგინზე, მამასა და ძმას ღიმილით მიაპყრო თვალები და ისევ ბალიშზე მიწვა. დილის 6 საათზე ჯო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯოს გარდაცვალებაში რობერტი წლების მანძილზე მხოლოდ სასწრაფოს ექიმს ადანაშაულებდა. დარწმუნებული იყო, რომ ჯოს დროული დიაგნოსტიკა მისი გადარჩენის საშუალება იქნებოდა. საკუთარ თავსაც  მუდმივად ადანაშაულებდა. ნანობდა, რომ ძმისთვის მეტის გაკეთება ვერ შეძლო. დაიფიცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, კარგად ისწავლიდა,   ინფექციების წარმომავლობას უკეთ შეიცნობდა და იზრუნებდა, რომ სხვები მაინც ეხსნა ამ სასიკვდილო დაავადებისაგან.

რობერტი გულმოდგინედ სწავლობდა ყველაფერს, რაც აინტერესებდა. საშუალო სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც წარჩინებულად დაამთავრა. მისი ჩაცმის სტილი საკმაოდ კონსერვატიული იყო. ღილებ შეკრული პერანგი და ვიწრო შარვალი. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისთვის რობერტი დაეძახებინათ და არა ბობი, როგორც მას ბავშვობაში ეძახდნენ.

ტაოს უმაღლეს სასწავლებელში, ლექტორმა შეამჩნია რობერტის  დიდი ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ. სწავლის პირველ წლებში, რობერტი მიკრობილოლოგიის და სოკოების შესწავლას მიჰყვა. ამაში მას ტაოს მთიანი რელიეფი უწყობბდა ხელს,  სადაც მრავალი სახეობის სოკო ხარობდა. მთები თანდათან რობერტის პირველ ლაბორატორიად იქცა. სოკოების მაკრო სამყაროს შემეცნება მალე მიკრო სამყაროში გადაიზარდა, რომელშიც ის ინტენსიურ კვლევებს განაგრძობდა.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლების მეორე წლის შემოდგომაზე, რობერტმა მისი 19 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობრები მოიწვია. ერთ-ერთ თანაკურსელთან ერთად ჯენი მოვიდა, რომელიც  პოლიტ-მეცნიერების კუსრდამთავრებული იყო. მათ მაშინვე გაუგეს ერთმანეთს და მთელი ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ საუბრობდნენ. ჯენი პატარა, მუქ თმიანი ფრანგი გოგონა იყო, ღრმად მეტყველი თვალებით, რომელსაც პარიზის ელიატალური უნივერსიტეტის პოლიტ მეცნიერების ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. საუბრისას მისი გამჭოლი მზერა შეუწყვეტლივ რობერტზე იყო მიპყრობილი, რომელიც რობერტზე მკაცრი და გაუტეხელი გოგონას შთაბეჭდილება ტოვებდა .მათმა დისკუსიამ ყველა სფერო მოიცვა, პოლიტიკიდან დაწყებული ფილოსოფიით დამთავრებული. მალე მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ყოველ თავისუფალ წუთს ერთად ატარებდნენ.

გაზაფულზე ჯენი პარიზში გაემგზავრა. რობერტი, რომელიც ჯერ კიდევ დამამთავრებელ კუსრზე სწავლობდა მასთან ერთად წავიდა და მიკრობიოლოგიის სწავლა პარიზში,  დრ. ჯონ ვილსონის ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გააგრძელა.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი – პასტერის უნივერსიტეტთან იყო მიბმული, რომელიც 1800 წლის ბოლოს მიკრობიოლოგიის პიონერმა დააარსა.

პარიზში სწავლის დროს, რობერტის გრძნობები ჯენის მიმართ თანდათან მიკრობიოლოგიის მიმართ გამძლავრებულმა ინტერესმა ჩაანაცვლა. ის სან დიეგოს უნივერსიტეტში დამამთავრებელ კურსზე დაბრუნდა და მოგივანებით კი, ვისლონში სადოქტორო ხარისხის დასაცავად, ისევ პარიზს მიაშურა.

ქუქმა ბულვარის სანაპიროს კონცხზე მარტოსულად მყოფ  ბოლო ორ სახლსაც ჩაურბინა.

გაიარა კლდოვანი ნაპირი, სადაც ნისლში გახვეული თოლიები უნიათოდ ჩხაოდნენ. ქუქი ისე მირბოდა, რომ გზასაც კი არ აკვირდებოდა, ეს გზა თითქმის თვალდახუჭულმა იცოდა. ხომ ბოლო ხუთი წლის განავლობაში ის ხომ სულ, ერთსა და იმავე გზაზე დარბოდა.

ბილიკი კლდეებთან ვიწროვდებოდა და მერე ისევ ლა ჟოლას პარკთან ფართოვდებოდა. ქუქმა სანაგვეების ირგვლივ მიმოფანტული ქაღალდები და პლასტმასის ყუთები შემაჩნია.“წუხელ ალბათ დიდი წვეულება გაიმართა“ გაიფიქრა . კარგად იცოდა, რომ ნაგავს დილის 7 საათისთვის იღებდნენ.

რობერტის დედა შერლიმ, კომუნა დატოვა რათა ამერიკის ირვგლივ ეხეტიალა. ის მანქანაში ცხოვრობდა. როცა დრო შედარებით სტაბილურად მიედინებოდა, ის ხანდახან მოტელ 6-შიც ცხოვრობდა. თავის რჩენას ის ლანშაფტების ხატვით დ მათი მეორად ან ადგილობრივ ხელოვნების  ბაზრობაზე გაყიდვით ახერხებდა. ასევე ეხმარებოდა მამის მიერ შემონახული დანაზოგიც. შერილი ყოველთვის მოდიოდა სანტა ფე-ში მოდუნებისა და დასვენებისთვის. გზიდან რობერტს ურეკავდა  ხოლმე. გასულ ღამესაც დაურეკა რენეისანს ფეირიდან, რომ ეთქვა მისთვის თავს კარგად გრძნობდა და რომ მისი ნახატიც გაყიდულიყო.

რობეტმა  კლდეებზე ამავალი ბილიკი აირბინა, რომელიც მდიდრების სახლებს მიუყვებოდა. მისი სუნთქვა აჩქარებული და ამავდროულად გაწონასწორებული იყო. სუთქვისას  ნისლში მკრთალი ორთქლი იღვრებოდა. ასკილის ტკბილი სურნელი მთელს ბილიკს გასდევდა. განაპირა მდებარე სახლები, რობერტის საცხოვრებელს, სიდიდით, დაახლოებით ათჯერ მაინც აღემატებოდა.

რობერტმა მომდევნო პრესტიჟულ სახლებს ჩაურბინა და შუქნიშანთან მიახლოვებულმა, სირბილი დილის პიკის საათის გამო შეანელა. შუქი წამებში შეიცვალა და რობერტმა ქუჩა სწრაფად გადაჭრა. უცაბედბად ახალგზარდა წითურთმიანმა ქალბატონმა, რომელიც როდსტერით მიჰქროდა, რობერტს დაუსტვინა.  ჩაეღიმა რობეტს და გაიფიქრა“ აი რა მაკლდა ნამდვილი ბედნიერებისათვის“

რობერტმა ტედი წლების წინ, ბანკროტის გაფორმების პერიოდში ნახა. ტედმა, ერთხელ გვიან ღამით სრულიად განადგურებულმა დაურეკა. რობეტს საათნახევარი დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა ტედის აბნეულ გონებაში.

მომდევნო დღეს, რობერტი ტაოს მიეშურა. მის უფროს კურსელ ადვოკატს დაუკავშირდა და მასთან ერთად მამის საბუთების შევსებას დახლოებით 24 სააათი მოანდომა. ადვოკატმა მოსამართლესთან მოლაპარაკების შემდეგ შეთანმხმებას მიაღწია, რომლითაც ტედის სახლი შეუნარჩუნდებოდა და მისი ყველა საკრედიტო ბარათი გაუქმდებოდა.

რობერტი  ძუნძულით მიუყვებოდა ფეხით მოსიარულეთა ბილიკს ლა ჟოლის გორაკისაკენ. როგორც კი მესამე  საცხოვრებელ მასივს გასცდა, მარჯვნივ გადაუხვია და თანმიმდევრული ნაბიჯებით  ხეივნისკენ განაგრძო სიარული. ერთი საცხოვრებელი მასივის მოშორებით  ხეივანი გრძელ, ფართო ქუჩას შეუერთდა, რომელიც პალმებით დამშვენებულ  ლა ჟოლის ცენტრს გადაჰყურებდა. როგორც ყოველთვის, ეს ხედი მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

დაახლოებით 30 წუთის სიარულის შემდეგ რობერტს  უკვე გავლილი ჰქონდა 4 მილი და უკვე მისი სახლის კიბეებზე ადიოდა.

„დილა მშვიდობისა კეიტ“ -თქვა რობერტმა და ნახევრად გადადგმული ნაბიჯი ჰაერში შეაჩერა. კეიტ სტაჰოპი 31 წლის გახლდათ, სულ რაღაც 2 წლით რობერტზე ახალგაზრდა. ლა ჟოლიში მისი ქორწინება 2 წლის წინ, განქორწინებით დასრულდა. კეიტმა ეს საცხოვრებელი განქორწინების შემდეგ საჩუქრად მიიღო. რობერტი კეიტის ქმარს სხვადასხვა გასასრთობ დაწესებულებებში ხშირად ხედავდა, სულ სხვადასხვა  გოგოებთან ერთად. მას მოსწონდა კეიტი და ამავდროულად არც თუ  ისე კარგი შთაბეჭდილება ჰქონდა მის ყოფილ ქმარზე.

რობერტმა სახლში შესვლისთანავე წარმოსთქვა“წყალი, ესპრესო, ახალი ამბები“ და სახლშიც მაშინვე სიცოცხლე დატრიალდა. ტანსაცმელი სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად სწრაფად გაიხადა და შხაპს მიაშურა.“ცოტა უფრო ცხელი“, შუბლი შეკრა და წყლის ტეპერატურამაც  1-2 გრადუსით აიწია. მის უკან დიოდის შუქმა ღია ცისფერიდან ვარდისფერში გადაინაცვლა.

ქუქმა სახეზე საპარსი ქაფი წაისვა, თან ჩაფიქრებულმა სარკეში ყურება განაგრძო. მისი კალიფორნიის მზისგან გახუნებული ყავისფერი თმა,  ყურებზე მსუბუქად ეფინებოდა.

რობეტმა თმა შუაზე გადაიყო და იმედგაცრულებულმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თმისგან შეთხელებულ კეფას. უკვე 30 წელს მიღწეული, მამამისის მსგავსად გამელოტების გზას ადგა, თუმცა, რომ გეკითხათ, ამის არასოდეს აღიარებდა.

რობერტი მის სახეს სარკეში კარგად აკვირდებოდა. დიდი თავი ჰქონდა, მაღალი შუბლით. მის ცისფერ თვალებსაც ასაკთან ერთად მამის მსგავსად უკვე ნაცრისფერი დაჰკრავდა. პატარა ცხვირი, მაღლა აწეულ სქელ ტუჩებს ესაზღვრებოდა.

მისი მეგობარი გოგო ქეითი, ხშირად აღნიშნავდა, რომ რობერტს ყველაზე ლამაზი ტუჩები ჰქონდა იმ კაცებს შორის, ვისაც კი მანამდე შეხებოდა. მისი მაღალი ყვრიმალის ძვლები სლავური წარმოშობის ბებიისგან გამოჰყოლოდა, ძლიერი ნიკაპი და მსხვილი ძვალი, ირლანდიელი და შოტლანდიელი წინაპრების გადმონაშთი იყო. საერთო ჯამში, მასზე დიდად სიმპათიური არ ითქმოდა, თუმცა ძლიერი და ინტელიგენტური შეხედულებით გამოირჩეოდა.

ქუქმა სქრაფად გადაიცვა იასამნისფერი მაისური, ნაცრისფერი ნაჭრის შარვალი და ფეხზეც ჩაიცვა. დილის რუტინა კი სახეზე ტუალეტის საპარსი ხსნარის შესხურებით დაასრულა.

ქუქი პანიკინის პურის მაღაზიასთან შეჩერდა და თან ქერის მრგვალი პურები გაიყოლა.10 წუთში ის უკვე სამსახურში იყო.

დილის 8  საათი იყო.ზაფხულის მზე ოფისის აღმოსავლეთის ფანჯრებში იჭყიტებოდა. ალანის ჩამოსვლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. “დილა მშვიდობისა“  შემოიქროლა სინტიამ ოთხაში  და წვრილი ხმით მიესალმა. “გამარჯობა სინტია, როგორ გაატარე შაბათი-კვირა?“ სინტია უყვებოდა, თუ როგორ გაატარა შაბათი-კვირა ენცინიტას მახლობლად ნაოსნობით.

ლეინტენანტ რობერტ ქუქს სან დიეგოს ტექნოლოგიურ პოლიციაში 3 წელი ახლახანს შეუსრულდა. სამწელიადნახევრის წინ, რობერტი კაპიტან  ალან ბლექს ბიოლოგიურ გამოფენაზე შეხვდა. ბლექმა რობერტს ახალად შექმნილ პოლიციის განყოფილებასა და იქ დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებზე უამბო, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად ჟღერდა. ორი  თვის შემდეგ, რომელიც სამ ვიზიტს  მოიცავდა, ქუქი  ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად დაარსებულ პოლიციელთა რაზმს შეუერდა.

რობერტი თავის შუშებიან ოფისში ესპრესოთი და ფუნთუშით ხელში შევიდა. მისი სამუშაო მაგიდა საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურებოდა, მარცხენა კუთხეში მიყრილ ქაღალდების ფაილების დასტას თუ არ ჩავთვლიდით. იქვე შეამჩნევდით შავი ტყავის ჩანაწერების წიგნს, კლავიატურასა  და მიკროფონს. მაგიდასთან ცარიელი ჩარჩო და შავი ტყავის სკამი იდგა. გვერდით კი თეთრ ყუთში პადრეს ავტოგრაფით, ბეისბოლის ბურთი იდო. ოფისის დანარჩენი ადგილი სიცარიელეს მოეცვა. არავითრი მცენარეები, არც არანაირი სამშვენისი.

ქუქი თავის ტყავის სკამს მიეყრდნო და ფანჯარას მიაცქერდა. საიდანაც მთელი წლის განმავლობაში ვარდისფრად აყვავებული ოლეანდერის ბუჩქები მოსჩანდა.

ქუქი მის გვერდით მჯომ დეიზის მიუბრუნდა „3 ყველაზე სასწრაფო საქმე მომახსენე დეიზი და რაც შეიძლება სწრაფად.“

„დილა მშვიდობის რობერტ, უკვე მუშაობის ხასიათზე ხარ? ჯერ ხომ ორშაბათი დილის მხოლოდ 8 საათი და 13 წუთია“-თქვა დეიზიმ და კედელს ვარდისფერი განათება ჩაურთო. რობერტმა უპასუხა“დილით ესპრესო და ქერის ფუნთუშა გეახელით. დილის ცხრამდე შემიძლია ხუთი სასწრაფო საკითხი მოვაგვარო“

„რომელს აირჩევ? ყველაზე ახალს, ყველაზე საინტერესოს თუ ყველაზე რთულს?“

„ყველაზე ახლით დაიწყე დეიზი“

დეიზის მისთვის ხმამაღლა წაკითხვაც შეეძლო, მაგრამ რობერტი თვითონ კითხვას ამჯობინებდა. დეიზი სიახლეებით დაბრუნდა:

„პირველი“. შაბათ ღამეს 00:34 საათზე მიკროტალღების საავტორო უფლებების მოპარვა ადგილობრივი კომუნიკაციის ქსელში, ელ კაიონისა და სორენტო ველის მაგისტრალს შორის  ორ  „ენ დი ჯეის“  ბაზაზე დაფიქსირდა. შეინიშნა „ენ დი ჯეის“  მონიტორინგის სისტემის მიერ, რომელიც გუშინ პოლიციაზე გადამისამართდა. ნავარაუდებია ორგანიზებული მოსმენის მცდელობა. აღნიშნული ქცევა მსგავსია კუალა ლუმპურის უკანასკნელი  მოსმენების, ინტერპოლისა და სან დიეგოს პოლიციის განყოფილების ჩანაწერების თანახმად.

“ბლეკი ამ საქმეს პეტერსონს გადასცემს, ის საუკეთესო ტელეკომის საპირატო შემთხვევებში.”

“შეიძლება შემდეგი უფრო მოგეწონოს. ლა ჟოლას ორგანულ ბიო სამეცნიერო დაწებულებაში  სამი საწარმო კასრიდან ორგანიზმების მოპარვა. ქურდობა დაფიქსირდა დილის 4:08  საათზე გრეივიარდის სახლიდან მომუშავე ცვლის უფროსის მიერ. მანამდე მსგავსი საქციელი არ დაფიქსირებულა სამხრეთ კალიფორნიის გამოძიების ფედერალური ბიუროს ან ინტერპოლის ქსელში.

“ მესამე. გაყალბებული CDM ჩიპის შეჭრა ბაკერსფილდის ნანომიკრონთა განვითარების ბაზაში. მინიშნება მიღებულ იქნა გასულ პარასკევს,  დაპატიმრებული ერთ-ერთ- მფარველის მიერ.”

რობერტი თავის ტყავის სავარძელს მიეყრდნო და ესპრესო მოსვა. “კიდევ ერთი ჩვეულებრივი შაბათი-კვირა სამოთხეში დეიზი“.  დეიზიმ ახალი დავალების მოლოდინში კედლის განათება მწვანეთი შეცვალა.

ქუქი სამართალდამცველებს შორის რეზიდენტი ბიოტექნიკური სპეციალისტი იყო. კიდევ ოთხმა ლეინტენანტმა კი კომპიუტერული და კომუნიკაციების საქმე შეითავსა.

სან  დიეგოში ქუქი თავისი მიკრობიოგიური გამოცდილებით ძალიან იდეალურად მოერგო გარემოს. ის უმეტესწილადსაფუარების და ბაქტერიების გამოყენებით ბიორეაქტორებზე  მუშაობდა, რომელიც სხვა პროდუქტების შექმნაშიც გამოიყენებოდა. ქუქმა იცოდა, რომ სხვა სამართალდამცავებს მიკრობილოგიური პირატობის  CDM  ჩიპის საქმე დაევალებოდათ . მას, ორგანული მიკრობიოლოგიური ქურდობის საკითხის გამოძიება უნდა გაეგრძელებინა თუ ამას საერთოდ ქურდობად ჩავთვლიდით.

„მოდი განვიხილოთ ინფორმაცია ორგანულებსა და როტო ფარმის შესახებ. შემდეგ კი ამ დილითვე პირველივე საკითხს დავუბრუნდები.“ ქუქი სკამზე გადაწვა, საქმეზე დაფიქრდა და კედლის პროექტორი გამორთო.

„დეიზი, მომეცი ორივე კომპანიის ბოლო სამი კვარტალის თანხების ბრუნვა და ბიუჯეტის აღრიცხვა. აჰ, ისე ორგანიკი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა საჯარო არა?“

„ოთხი თვის წინ“- უპასუხა დეიზიმ.

„მომაწოდე პრესრილიზები და ამ საკითხთან დაკავშირეებული ტვიტერზე არსებული თემები. დარწმუნებული ვარ, გირიპენემს იქ დიდი გამოხმაურება მოჰყვა“. როტოფარმის გირიპენემი ანტიბიოტიკებს შორის დიდი აღმოჩენა იყო. ჩანდა რობერტს კარგად ახსოვდა ამ მედიკამენტის ორგანული წარმოშობის საკითხი. როტოფარმი სწრაფად მზარდი ფარმაცევტული კომპანია იყო, რომელიც ბაკესრფილდთან ახლოს დაარსდა. ის ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქოს არსაიდან წარმოიშვა და საკმაოდ  განვითარდა. შემოსავალს, სან დიეგოს ბიოტექნოლოგიური ფირმებიდან  იღებდა და ასევე  კარგ კომერციას უწევდა მის რამოდენიმე პროდუქტს. ამ ფირმის ხელმძღვანელი არტურ მარტინი გახლდათ, ფიზიკოსი, რომელიც მალე კომპანიას მთავარ აღმასრულებელ ოფიცრად მოევლინა. ისინი საკმაოდ მკაცრ და ძლიერ კონკურენტებად აღიქმებოდნენ. ყოველი ახალი პროდუქტის წარმოება, თუნდაც უკვე ღრმად ფესვგადგმულ კონკურენტებს შორის, ყოველთვის მათი გამარჯვებით სრულდებოდა.

დეიზის ხუთი წამი დასჭირდა მოსამზადებლად და კედელზე ფინანსური ინფორმაციის ნუსხა ჩამოშალა. ის ქუქის სამუშაო მაგიდაზე არსებულ, ნახევარი წლის წინ წამოწყებულ რამოდენიმე პრესრილიზს შეეხო  და შემდეგ გადავიდა როტოფარმის პირველად, საზოგადოებრივ შეთავაზებებზე.

როგორც კი ქუქმა ინფორმაცია გადაიკითხა, რამოდენიმე საკითხი მისთვის საკმაოდ ნაცნობი იყო. მათ შორის, დიდი მითქმა-მოთქმა გირიპენემის შესახებ. ნათელი იყო, რომ რამოდენიმე ორგანულ ბიომეცნიერს სპეციალური ბლოგიც კი შეექმნათ, რომელსაც გირისკრიპტაზა დაარქვეს და მათი წარმოების საიმედო გზებიც მოძებნეს. შემდეგ ეს პროდუქტი ანტიბიოტიკის მწარმოებელ როტოფარმს მიაწოდეს და მყიდველი-გამყიდველის ფუნქციები გაინაწილეს. ორგანული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია საკმაოდ სუსტი იყო სირთულეებთან გასამკლაველად.

გირისკრიპტაზას შემქმნელი ბაქტერიის შესაძლო ქურდობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა როტოფარმს. ამასთავე გირიპენემის საავტორო უფლება დაცული იყო, გირისკრიპტაზის კი არა. ამასთან ეს „ორგანიკის“  „საიდუმლო ნაწარმს“ წარმოადგენდა, თუმცა მაინც არსებობდა დიდი რისკი იმისა, რომ კონკურენტებს სხვადასხვა გზით მაინც გამოეკვლიათ პროდუქტის დამზადების გზის საიდუმლოება.

„ორგანიკის“ უპირატესობა სპეციალური საინჟინრო გზით გამოყვანილ ბაქტერიაში იყო, რომელიც თავის მხრივ გირისკრიპტაზის შექმნაში გამოიყენებოდა.

ჩინეთისა და რუსეთის პირატული ორგანიზაციები ყოველთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ, რომლებიც პრეპარატებს საიდუმლო ლაბორატორიებში აწარმოებდნენ  და შემდეგ ბაზარზე ძალიან იაფად ყიდდნენ. პირატული ორგანიზაციები ყოველთვის მზად იყვნენ დიდი თანხები გადაეხადათ „ორგანიკის“ ისეთი ბაქტერიების მოსაპარად, რომელთა წარმოებაც მათ არ ძალულდათ.

ქუქმა კარგად იცოდა, რომ ქურდობის საკითხში ჩაღრმავებისათვის, საჭირო იყო ორივე ფირმასთან სტუმრობა -„ორგანიკთან“ და „როტოფარმთან“.

რამოდენი წუთი მან მონაცემების გადათვალიერებაში დაჰყო, ადგა და კარისკენ გაეშურა.

“სამეცნიერო სამთავროს მივაშუროთ“- გზიდან მიაძახა დეიზის.

„10 საათზე რაიონული შეხვედრა არ დაგავიწყდეს რობერტ“ -შეახსენა დეიზიმ. რაიონული შეხვედრა ერთ-ერთი იმ მრავალ ვალდებულებათაგანი იყო, რომელშიც სან დიეგოს პოილიციის განყოფილება მონაწილეობას იღებდა.

„ვიდეო ჩანაწერი გააკეთე აუცილებლად დეიზი“- დაავალა რობერტმა.

„კარგი, რაღაცას მოვახერხებ. ჯერ-ჯერობით საგზაო მოძრაობა არც თუ ისე გადატვირთულია. იქ მისასვლელად 2 საათი და 25 წუთი დაგჭირდება. ამას დამატებული ცამეტი წუთი სინტიასთან მისასალმებად, ესპრესოს დასალევად და დანარჩენი ხელმძღვანელების მოსანახულებლად.“

„კბილების გამოხეხვაშიც ხომ არ დამეხმარებოოდი დეიზი?“

„არა,შენ უკვე  დილის 6.05 გააკეთე ეს და უკანა კბილებიც კი გულითადად გამოიხეხე.“

„ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი ხარ დეიზი“

„ჩემს გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებოდა“

„ეგ მართალია“- გაიფიქრა რობერტმა.

ცამეტი წუთის შემდეგ რობერტმა მანქანა გამოიძახა და დაიძრა.

ის ლა ჟოლის პიკის საათს გადაურჩა. რობერტმა გირადს, ვონის სუპერმარკეტს და ჯერის ბლინების  მაღაზიას ჩაუარა (საუკეთესო ბლინების მაღაზია, დაარსებული 1954 წელს) ლა ჟოლას მთავარ ბულვარში.

გვიანი მაისის მზე ჯერ კიდევ ანათებდა ფრანგული მაღაზიების ვიტრინებს, ნაყინის მაღაზიებს, ხელოვნების გალერეას, მექსიკურ ტორტილას რესტორენებს და ბანკებს, ჯერ კიდევ ადრე ლეოპარდის მოტკეცილ შარვალში და სტილეტოს ქუსლებზე შემდგარი მატრონა ლა ჟოლადან, კაკუნით მიუყვებოდა საცალფეხო ბილიკს, უკან კი მისი ფინია ძაღლი მისდევდა. რობერტმა გზაჯვარედინთან შეაჩერა და თვალი მოჰკრა ჯეიკს, რომელიც სუპერმარკეტის ნაგვის ცელოფნის პარკებით დატვირთულ კალათას მიაგორებდა. ეს ლა-ჟოლას  ერთ-ერთი ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინა იყო.

რობერტმა მანქანის შუსები ჩასწია და ტორნი პაინის ქუჩას გაუყვა. გზად,  უდაბნოს ყვავილების სურნელთან შეზავებულ ზღვის სინოტივეს შეიგრძნობდა. საერთო ჯამში, კვირის დასაწყისისთვის  არც თუ ისე ცუდი მოძრაობა იყო. როგორც კი ლ-15 ავტობანზე  გავიდა, რობერტმა მანქანა გააჩერა. სწორედ ეს გახლდათ როტოფარმის ადგილსამყოფელი.

თავი მესამე

იოსები სანადირო ფაცხის თოვლიან ვერანდაზე ჩამოჯდა. გვიანი შუადღის მზე ირგვლივ ხეებს ელამუნებოდა და მზის ჩასვლისათვის ემზადებოდა. ხედავდა, რომ ქვედა მინდვრებს უკვე ჩრდილი მოსდებოდა. ქოხისაკენ მომავალი ორი ფიგურა შენიშნა და თვალები მოჭუტა. ისინი საკმაოდ მოშორებით იყვნენ, ამიტომაც იოსები იქვე ლურსმანზე დაკიდებულ ჭოგრიტს გადასწვდა.

ორივე კაცს ლევისი და თანამედროვე მთაში მავალი ჩექმები ეცვა. ამასთან, კავკასიურ, უსაყელო, ტრადიციული პერანგს ატარებდნენ. მიახლოებისთანავე, მისი ბიძაშვილი-მგელიკა შეიცნო. ის ერთ, ხანშიშესულ მამაკაცს ახლდა, რომელსაც იოსები არ იცნობდა. თუმცა, ცოტა ხანში შეიტყობდა, რომ ეს კაცი ახალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით საკმაოდ ფართოდ იყო ცნობილი.

კაცების მოახლოვების მაუწყებლად შავმი შაშვები ახმაურდნენ.

მგელიკა პირველი მიუახლოვდა იოსებს. მარჯვენა ხელით იოსებს მოეხვია და ორივე ლოყაზე გადაკოცნა. მეორე მამაკაცი ოდნავ ჩამორჩა და ელოდებოდა.  “იოსებ, კეთილი იყოს შენი სამშობლოში დაბრუნება”, თქვა მან ხმადაბლა. მგელიკამ ნაბიჯი უკან გადადგა და ხარაშვილს შეხედა. “როგორც ჩანს მოგიხდა კიევში ყოფნა, ადრინდელზე უკეთ გამოიყურები“. გაუცინა და დაამატა “…და შემიძლია დავნიძლავდე რომ ბევრი ამბავიც გაქვს მოსაყოლი იოსებ!“

მგელიკა ქართულად „მგელი“-დან მოდის. კავკასიის მთების მოსახლეობაში ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. ის და იოსები კარი-კარ იყვნენ გაზრდილები და ძმებივით ახლობლები იყვნენ, სანამ იოსები ახმეტას დატოვებდა და უნივერსიტეტში გაემგზავრებოდა. ორი წელი სრულდებოდა რაც ერთმანეთი არ ენახათ.

სანამ მგელიკა ლაპარაკობდა, მოხუცი მდუმარედ იდგა. მისმა გამჭოლმა მზერამ იოსებს თავი უხერხულად აგრძნობინა. იგრძნო მგელიკამ ეს სიმძიმე და იოსებს უთხრა: -იოსებ, მინდა ალაუდინ ნონოვიჩი გაგაცნო, ის მოსკოვში „ჩეჩენის“ სახელით არის ცნობილი.

ბარგიშევი მაღალი არ იყო, თუმცა ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა.  სავსე კისერი დაქანებულ ძლიერ მხრებს უერთდებოდა, რომელიც სქელი წინამხრებით ძლიერ მტევნებზე გადადიოდა. თავზე ერთი ღერი თმაც კი აღარ ჰქონდა. ბარგიშევს მუქი სამოსი ეცვა და მისი ღრმა თვალების თავზე ხშირი შავი წარბები გადაჰკვროდა. მისი შავი, ჭაღარა შერეული მშვენიერი ულვაში, ზედა ტუჩს საკმაოდ გადმოფარავდა. იოსები ამ კაცის პიროვნებაზე ვერაფერს იტყოდა და ვერც იმას ხვდებოდა, თუ რა იმალებოდა მისი სახის მიღმა.

ბარგიშევმა იოსებს ხელი ჩამოართვა: „ გრძელი გზა გამოვიარე თქვენთან შესახვედრათ ექიმო ხარაშვილო“. კაცი არ იღიმოდა.  იოსები მის სახეს შესქეროდა, რომ ემოცია ამოეცნო.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს მთის ფაცხაში, დაგ ბარგიშევ,”- უთხრა იოსებმა. თავს პატივცემულად და ცნობისმოყვარეობით აღსავსედ ვგრძნობ, ამხელა გზა ჩემს გამო რომ გამოიარეთ.  გთხოვთ ჩამოჯექით ჩემს ვერანდაზე.“ ბარგიშევ! იოსებს სმენოდა ეს სახელი სანამ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. „ჩეჩენი“, თუ რაღაც „ჩეჩნების მეფე“. ბარგიშევი რუსეთში ჩეჩნური მაფიის იმპერიას აკონტროლებდა, რომელიც მოსკოვიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებსა და ბოსფორამდე გრძელდებოდა. რუსეთის იმპერიაში გაზრდილს, ვის არ სმენოდა „ჩეჩნების მეფის“ შესახებ და აი ახლა, ის აქ იყო-ყოველგვარი გარემოცვის გარეშე, თან კი მხოლოდ იოსების ბავშვობის მეგობრი ახლდა. ბარგიშევი ცბიერი კაცი იყო და ნაკლებად სავარაუდო იყო ასეთი შანსის არსებობა, თუ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ან ძალიან საიდუმლო შემთხვევა არ იყო.

ყველა რომ დასხდა, იოსებმა განმარტა, რომ ეს ადგილი საუბრისათვის სრულიად შესაფერისი იყო. მარია პატარა ოთახში სტუმრებისათვის ჩაის ამზადებდა. ჩეჩენის სკეპტიკური გამოხედვა რომ დაინახა, დაამატა „გოგონაზე არ იღელვოთ, ის ოჯახის წევრია.“ ოთახიდან მარიამ სადგამით ახლად დაყენებული ჩაი, ყავისფერი შაქარი და სამი ჭიქა გამოიტანა, რომლის სახელურიც ირმის რქებისგან იყო გამოთლილი და ყვითელ ყვავილებიან ჩიკას ვერცხლის თასმებით ებმოდა. ლანგარზე სახლში გაკეთებული ტარხუნის ჭაჭა და სამი არყის ჭიქა იდგა. მარიამ ლანგარი მაგიდაზე დადგა, პატარა ოთახში შებრუნდა და კარი მიიხურა.

იოსებმა ტარხუნის ჭაჭის დასხმა ვერ მოზომა და ჭიქებიდან გადმოეღვარა. მან ჩეჩენს მისდამი დაჟინებული, ფარული მზერა შეამჩნია. იოსებმა ჭიქა ჯერ ჩეჩენს, შემდეგ კი მგელიკას გაუწოდა. მესამე ჭიქის აწევისას დღეგრძელობისათვის ჯერ ჩეჩენს შეხედა თვალებში, მერე მგელიკასაც გადმოხედა. ყავისფერი სითხე ერთი ყლუპით დალია, ცარიელი ჭიქა კი ზემოთ ჩეჩენისაკენ და მერე მგელიკასკენ გაიშვირა. შემდეგ ჩეჩენმაც ბოლომდე შესვა სასმელი და იგივე გააკეთა. სამივემ გამოაცარიელა ჭიქა და ხმაურიანად მეტალის სადგამზე დადგეს.

“იოსებ, ჩემო მეგობარო,” დაიწყო საუბარი მგელიკამ.  “შენი ნახვა ნამდვილი ბედნიერებაა.”  შეჩერდა. იოსები ბარგიშევის შესწავლას განაგრძობდა.

“აქ რამ მოგიყვანა, დაგ ბარგიშევ:” ჰკითხა იოსებმა.

“მოსკოვიდან ჩამოვედი ექიმო ხარაშვილო. გავიგე, რომ პარიზთან ახლოს მეცნიერების ჯგუფი ერთ-ერთ პროექტზე მუშაობს,“ დაამატა მან.

“მაპატიეთ, დაგ ბარგიშევ.  მე სამწუხაროდ არაფერი მსმენია რაიმე პროექტზე ან პარიზზე.”

“მე ვაფასებ თქვენს წინდახედულობასა და სიფრთხილეს, ექიმო ხარაშვილო. ნება მომეცით ორ რამეში დაგარწმუნოთ: პირველი, მე ღრმად ვცემ პატივს თქვენს სამუშაოს. მეორე, მე მხოლოდ მსურს დაგარწმუნოთ, რომ განაგრძოთ.” როცა ბარგიშევი ჩაის ფინჯანის ასაღებად დაიხარა, მისი პერანგის გრძელი სახელო, მაჯაზე ოდნავ აიწია, სადავ ოქროსა და ბრილიანტის როლექსის მაღლა იოსებმა მისი ორმის რქის ტატუ შენიშნა. ირმის რქა ჩეჩნური მაფიის სიმბოლო იყო და ყველასათვის ნაცნობი მთელს რუსულ იმპერიაში.

იოსებმა უკან დაიხია. არ იცოდა პროექტში ჩეჩნებიც თუ იყვნენ ჩარეულები. თავაზიანად, მაგრამ ფრთხილად იკითხა: “არ ვიცოდი, თუ თქვენ ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს ფლობდით ბატონო ბარგიშევ.”

გაბრაზების ნაცვლად, ბარგიშევი საკმაოდ კმაყოფილად გამოუყურებოდა. იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ჩამოსვლისას იყო. ხელი ცხვრივ მატყლის ქურთუკში ჩაიყო და შეხვეული ფურცელი ამოიღო, რომელიც სიტყვის უთქმელად იოსებს გადასცა.

იოსებმა სიას უცბად გადაავლო თვალი. კაიმანის კუნძულების საუდუმლო ბანკის ტრანზაქციების ჩამონათვალი მყისიერად ამოიცნო. უმეტესი მათგანი ლაბორატორიული მხარდაჭერის ტრანზაქციები იყო საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

“ეს საიდან გაქვთ?,” ჰკითხა იოსებმა.

“როგორ გგონიათ, ვინ გამოჰყო ესოდენ დიდი თანხები, როდონში თქვენი ლაბორატორიის აღსაჭურვად?” უპასუხა ალაუდინმა.  “დამერწმუნეთ, არა იმ ხელგაგშლილმა ქართველმა რევოლუციონერებმა, რომლის გარემოცვაშიც თქვენ იმყოფებით.”

იოსები ამდენს ხვდებოდა. მას ეგონა, რომ მისმა მეგობარმა პაატამ, საიდუმლო ლაბორატორიის დასაფინანსებელი თანხა, ახალი რუსული იმპერიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ემიგრანტებისაგან მიიღო. მას არ შეეძლო სცოდნოდა, თუ ვინ გადარიცხა თანხა კაიმანის ბანკის ანგარიშზე და შემდეგ პარიზთან ახლოს, საფრანგეთის კრედიტ კომერციულ ბანკში. იოსებს ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი არსოდეს უკითხავს. ყველაფერი მეტნაკლებად გასაგები იყო…

“ჩვენ რუსები და აფხაზები თქვენსავით გვეზიზღება ექიმო ხარაშვილო“, განაგრძო ალაუდინმა. “როდესაც საფრანგეთში თქვენი პატარა პროექტის შესახებ შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დავხმარებოდით.”

„ჩაი მიირთვით ბატონო ბარგიშევ, მე რამოდენიმე წუთით ჩემს მეგობარს გავესაუბრები“. იოსები წამოდგა და შორიახლოს მდებარე ხეებში მგელიკასთან ერთად მიიმალა.

“ოსებ, ეს მართალია? მართალია რასაც ის კაცი ამბობს?” ეკითხებოდა მგელიკა და ბარგიშევის მიმართულებით იყურებოდა. ძია ნიკიტაც თავდებში უდგება ამ კაცს და ჩვენი საქმისათვის მის ინტერესს“

იოსებს არასოდეს ეფიქა, რომ პოტენციური მხარდაჭერის წყარო ჩეჩნური მაფია შეიძლებოდა ყოფილოყო. ის ნამდვილად მართალი იყო, რომ ჩეჩნებს, ქართველებივით სძულდათ რუსეთის იმპერიალიზმი. ერთ დროს, საკმაოდ აყვავებული ჩეჩნეთის სახელმწიფო, სასტიკად დაემხო პრეზიდენტი პუტინის ძალისხმევით. მათი დედაქალაქი გროზნო, მთლიანად განადგურდა.  არავინ იცოდა ჩეჩნების სამი მილიონი მოსახლედან რამდენი მოკლეს ან მსოფლიოს სხვა ნაწილში გადაასახლეს. რაც ცალსახა იყო, ეს გახლდათ, რომ ჩეჩნებს და ქართველებს ერთნაირად სძულდათ რუსები და ამის შესაბამისი მიზეზიც გააჩნდათ.

მაგრამ, ჩეჩნები მუსულმანები იყვნენ. მათი კულტურა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ჩეჩნები და ქართველები ინსტინქტურად უნდობლობას უცნადებდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს და მათ შორის ერთმანეთსაც. ამ ორი ჯგუფის ერთობლივი მუშაობა საერთო მტერის წინააღმდეგ, მართლაც არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა.

იოსებმა პასუხის ნიშნად მგელიკას თავი დაუქნია, გადაწყვიტა და უთხრა: “მადლობ, რომ მომიყვანე მგელიკა. მე უბრალოდ არ მინდა წავიდე ჩვენი საქმიანობის გამხელის რისკზე“. იოსებმა და მგელიკამ რამდენიმე წუთი ისაუბრეს და მერე ისევ ფაცხას მიუბრუნდნენ.

ბარგიშევის წინ მჯდომმა იოსებმა განაგრძო: „თუ თქვენ ამისათვის თანხებს იხდიდით, პაატა გიამბობდათ გასული ორი წლის სამუშოების შესახებ“. ეს შეკითხვა არ იყო.

“დიახ, ექიმო ხარაშვილო. მე აქ ზუსტად რომ თქვენი წარმატებების მიზეზით ვარ.“ ის შეჩერდა, ცხელი ჩაი მოსვა და ფინჯანი შემდეგ ისევ ლამბაქზე დადო:  „ჩვენ ახლა მზად ვართ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.“

“შემდეგი ეტაპი?” იკითხა იოსებმა. “თქვენ დაიწყეთ უკვე მოლაპარაკებები რუსებთან?“

“ნუ..მთლად არა. უფრო სწორად მე ამას მოლაპარაკებებს ვერ დავარქმევდი.“ შეჩერდა და იოსების სახეს დააკვირდა. “მე…ჩვენ..გვჯერა რომ რუსები პირველ რიგში ამისათვის უნდა…” ფრთხილად მოძებნა შემდეგი სიტყვა. „მოემზადონ“.

“მოემზადონ?”

“დიახ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსებს ამ საქმეში ქართველები და ჩეჩნები დიდ საფრთხედ არ მიაჩნია. ისინი ვერასოდეს იფიქრებენ, რომ ჩვენ ისეთ დახვეწილ სტრატეგიამდე მივალთ, როგორიც ბაქტერიული ომია. პირველ რიგში დამაჯერებელი ფონი უნდა შევქმნათ“

იოსები ბარგიშევის სიტყების მიღმა დაფიქრდა. “თქვენ ბაქტერია უნდა გამოიყენოთ,” ჩუმად განაგრძო მან. “ეს არ იყო ჩვენი გეგმა. მე ბაქტერია მოლაპარაკებების ხელსაწყოდ განვავითარე. რაღაც, რაც შეძლებდა მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას.“

“დიახ, ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებას. მაგრამ, ჯერ უნდა დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია. ჩვენ ახლა მზად ვართ გამოვიყენოთ ბაქტერია და მუხლებზე დავცეთ რუსები.” უპასუხა ბარგიშევმა.  სანამ საუბრობდა, თან ხარაშვილის თვალებს აკვირდებოდა და სიფრთხილით ელოდა ქართველის რეაქციას.

“მულხებზე დავცეთ? ამაში რას გულისხმობთ? შეეკითხა იოსები, ასევე დაბალ ხმაზე.

“ჩვენ ვგულისხმობთ, გამოვიყენოთ ბაქტერია რუსების წინააღმდეგ და დავესხათ მათ წამყვან სამხედრო ხელმძღვანელებს. შევარჩევთ რამოდენიმე ოფიცერს და შემდეგ ვაცნობებთ თუ რა მოხდა სინამდვილეში. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ინფექციის გავრცელება თავიდან აირიდონ. ამის შემდეგ, კი ჩვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ“.

იოსები ცოტა დაბნეული უსმენდა ჩეჩენს. მისი ტვინი ბოლომდე ვერ მიჰყვებოდა, რასაც ყურით ისმენდა. პაუხის შემდეგ ჰკითხა „თქვენ მართლა გსურთ, რომ ეს ორგანიზმი მოსკოვში ხალხის წინააღმდეგ გამოვიყენოთ?”

ბარგიშევი აუღელვებლად აგრძელებდა „შეზღუდულ ვითარებაში, რა თქმა უნდა.”

შეზღუდულ ვითარებაში ბატონო ბარგიშევ? დაიწყო იოსებმა ნელა, „როდესაც ეს ბაქტერიულ ომს ეხება, არ არ არსებობს შეზღუდული ვითარების ცნება.”

ჩეჩენი განაგრძობდა იოსების დაჟინებულ მზერას. “შენ ეს უნდა გცოდნოდა, როცა პროექტზე მუშაობას ხელი მოაწერე“

“მომისმინეთ,” თქვა იოსებმა. “მეც ისევე მძულს რუსები, როგორც თქვენ,ბარგიშევ და შენ მგელიკა. თვენ იცით, რომ ბიძაჩემი და ჩემი ძმა, ორივე რუსმა იმპერიალისტებმა მოკლეს, როცა მე ჯერ ბავშვი ვიყავი. მას მგელიკაც კარგად იცნობდა. მე მათ დავპირდი კიდეც, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი დამოუკიდებლობისათვის.”

ის შეჩერდა და მათ უკან, ტყისკენ მიმავალ კაცს გააყოლა თვალი. შინაგანი ხმა კი ეწინააღმდეგებოდა „საითკენ ვუბიძგე ჩემს თავს“, იოსებმა დააყოლა „ჩვენ მათ ძალიან შეგვავიწროვეს, მთავრობაში რუსული მარიონეტები დასვეს და ჩვენზე ჯაშუშობენ. ქონების კონფისკაციას ახდენენ და გვდევნიან, გვავიწროვებენ. მე მთელი გულით მძულს რუსები.. „ ატყობდა, რომ მისი ხმის ტემბრი ნელ-ნელა მატულობდა.  იოსებმა ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო:  “მაგრამ, მე არ შემიძლია ამ გზისათვის ეს ბაქტერია გამოვიყენო. ეს ბაქტერია მასიური განადგურების იარაღია. მისი ერთხელ გაშვებით, ისინი ყველგან შეიძლება მოხვდნენ.

ბარგიშევმა ხელი მისი სახის წინ აიქნია, იოსების არგუმენტირების გაბათილების აზრით. გაუნძრევლად იჯდა.

იოსებმა მხარდაჭერისათვის მგელისკას გადახედა, მაგრამ ის დუმდა. მერე ისევ ბარგიშევს მიუბრუნდა:  “დაგ ბარგიშევ, მე პატივს ვცემ თქვენს გარემოცვას და მონდომებას, რუსებისაგან ისევ რომ გავთავისუფლდეთ. ჩეჩნებისათვის, ისევე როგორც ქართველებისათვის, თქვენი მიზანი ნამდვილად სწორია.” მისი ხმის ტონი ემოციებთან ერთად მატულობდა. „ მაგრამ ოდესმა გაგიგიათ, რომ ბაქტერიული ომი მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილზე, ან თუნდაც საზოგადოების ერთ ფენაში გავრცელებულიყოს? ბარგიშევი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. „წარსულ დროში საეჭვოა, მაგრამ თანამედროვეობაში დარწმუნებული ვარ რომ ასეთი შესაძლებელია. ჩვენი წინაპრები წყალში მკვდარ ცხვარს აგდებდნენ და ამით წყლის მოწამვლას განაპირობებდნენ. ის რაც დღე ხდება, წარსულის გადმონაშთის თანამედროვეობაში განხორციელების კარგი შედეგია.

იოსები გაშეშდა. მან განავითარა რეზისტენტული სტაფილოკოკი აურეუსი, რომელიც რუსებთან ბრძოლაში იქნებოდა გამოყენებული. პაატამ მას ეს ორი წლის წინ აუხსნა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ იოსები პროექტში ჩაერთვებოდა. ისინი მართლაც აპირებდნენ ამ ორგანიზმის რუსული ძალების სტრუქტურაში გაგზავნას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილება არ მოხდებოდა. მათი განზრახვა მხოლოდ დასაშინებელ მიზანს ემსახურებოდა და მასში ეპიდემიის გავრცელება არ მოისაზრებოდა. რუსებმაც და ქართველებმაც კარგად იცოდნენ, რომ ბაქტერიის გაშვებისთანავე, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდებოდა. გათვლა იმისა, რომ ეს ბაქტერია, მხოლოდ გარკვეულ ოფიციალურ პირებზე გავრცელდებოდა, აშკარად არადამაჯერებელი იყო. ამ პრობლემაში არა მხოლოდ რუსი უდანაშაულო მოსახლება იქნებოდა ჩარეული, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც.

იოსები სიტყვებს სიფრთხილით არჩევდა. მას სურდა ბაქტერიების გამოყენება თავიდან აეცილებინა.  “დაგ ბარგიშევ,  მგელიკა,  როდესაც ეს შეიქმნა, ეს რუსეთის დაშინების მიზნით მოხდა. ჩვენი მუქარით თავისუფლების დაბრუნება გვსურდა, მაგრამ ეს უნდა ყოფილოყო მხოლოდ მუქარა და არა მისი გამოყენება“.

მგელიკამ ბარგიშევს შეხედა, მერე მის მეგობარს:  “ვწუხვარ, მაგრამ მე მგონი გეგმა შეიცვალა იოსებ. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მუქარის ნაცვლად იმოქმედოს …”  ბარგიშევს მხრებს იჩეჩავდა.  “ამის გარდა, ახლა უკან დასახევად უკვე გვიანია იოსებ. გეგმა უკვე ჩაშვებულია…”

იოსებმა ბარგიშევს შეხედა.  “ჩაშვებულია? თქვენ ამის გამოყენების ბრძანება გაეცით?”

“მოქმედების დრო იყო, ექიმო ხარაშვილო,” უპასუხა მან, ისე რომ მის სიტყვებში ეჭვიც არ ეპარებოდა.

იოსებმა იცოდა, რომ ბარგიშევს უკვე ჰქონდა თავისი შეხედულება. სურდა შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია მიეღო. “რა ბედი ეწია სტაფ. აურეუსს?” იკითხა მან.

მგელიკამ უპასუხა, „პაატამ ის მოსკოვში გადაიტანა.”

“გადაიტანა. ის თვითონ გადაიტანა?” იკითხა დადარდიანებულმა იოსებმა. მან იცოდა, რომ პაატა მიკრობიოლოგი არ იყო და შესაძლოა არ ცოდნოდა როგორ უნდა გადაეტანა ან შეენახა ბაქტერია უსაფრთხოდ.

“დიახ. ფაქტიურად ასეა. საერთოდ, ეს ოქროს ოპერაცია პაატას იდეა იყო.”

“ღმერთო, შენ დაგვიფარე ყველა,” თქვა იოსებმა.

შეხვედრა ამით დასრულდა. ბარგიშევი წამოდგა და ტყისაკენ გაემართა.

მგელიკა ადგა და ხარაშვილს შეხედა: “იოსებ, მასთან ასე არ უნდა გელაპარაკა. ის ძალიან ძლევამოსილი კაცია.” შემდეგ, ბოდიშის მოხდით იოსებს შეხედა და ბარგიშევის მიმავალ სილუეტს აედევნა. გზაში ხის ფესვებს წამოედო, კინაღამ წაიქცა, მაგრამ ჩეჩენს ტყის განაპირას გაუჩინარებამდე მაინც დაეწია: „ბოდიშს გიხდით მისი უხეშობის გამო დაგ ბარგიშევ. ის კარგი მიკრობიოლოგია“ ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა“ და ნამდვილი ქართველი პატრიოტი“.

“ის უბრალოდ სულელია მგელიკა, და ეს შენ უნდა იცოდე.” ბარგიშევს მეტი აღარაფერი უთქამს და მთის ბილიკის დაღმასვლა განაგრძეს.

ოთახიდან მარია გამოვიდა. კარს მიღმა მას ყველა სიტყვა მოესმინა.

“ეს რას ნიშნავს იოსებ?” იკითხა მან.

იოსები დამუნჯებულივით იჯდა.  “მე ნამდვილი მონტრი შევქმენი მარია და მე, ეს უნდა შევაჩერო. ხალხი დაიღუპება.”

შეჩერდა და ამოიოხრა: “ძალიან ბევრი ხალხი…”

Tagged with: ,
Posted in Uncategorized
To Purchase
aud_logo._CB383473417_ Itunes Kindle Google Books Amazon - Print 普通话
Follow me on Twitter

Enter your email address to follow this blog and receive notifications of new posts by email.

Join 816 other followers

%d bloggers like this: